571-243-773

წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი www.ShopIT.Ge-ზე გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს. 

როდესაც განახორციელებთ შეკვეთას,თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს იმეილის საშუალებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არ გულისხმობს თქვენი საბოლოო შეკვეთა მიღებულია. შეკვეთის გაფორმების შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი, რომელიც დაამოწმებს შეკვეთას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება. შეკვეთის საბოლო დადასტურება ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შესრულებულ პროდუქტის ფიზიკურ ტრანსპორტირებას. ფასები საიტზე მოცემულია ლარებში დღგ-ს ჩათვლით.

ფასები, შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ.

ვებ-გვერდზე განთავსებულია ათასობით დასახელების პროდუქცია და არის შესაძლებლობა მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, მოხდეს შეცდომით ფასის, სურათის, აღწერილობის საიტზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს ადამიანური შეცდომის გამო. მსგავსი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოახდინოს დაუყოვნებელი შეცდომის კორექტირება, იმ შემთხვევაშიც როცა მომხმარებელს აქვს საფასური გადახდილი. ამ შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა საშუალება გააუქმოს შეკვეთა და დაიბრუნოს თანხა უკლებლივ (სრულად) ან მოახდინოს შეკვეთის კორექტირება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ პარტნიორ კომპანიების საწყობებში დაფიქსირდება პროდუქტის წყვეტა და მომხმარებელს საფასური უკვე აქვს გადახდილი, მოხდება ამ საფასურის სრული ანაზღაურება კომპანიის მიერ.

571-243-773
info@shopit.ge
11:00 - 20:00 სთ